Saturday, June 3, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს შევაჯამეთ ჩვენი ტრენინგი. ყველამ წარმოადგინა თავისი პროექტი. შესაბამისად, გავაკეთეთ კომენტარები თითოეულ პროექტზე.
იყო ძალიან საინტერესო ტრენინგი. დიდი მადლობა ქალბატონ თამარს .

Sunday, May 28, 2017

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ როგორ ხდება პროექტის მიმდინარეობისას ტექნოლოგიების გამოყენების ფასილიტაცია.
განვიხილეთ როგორ ხდება როგორ შეიძლება გუუგლ დრაივის გამოყენებით კოლაბორაციული თანამშრომლობის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეს და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. 

Saturday, May 27, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ  გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, რომელშიც დაწვრილებით აღვწერეთ თითოეული შეფასების დანიშნულება და მიზანი. ასევე დავაკონკრეტეთ ის აუცლებელი პირობები, რომლებიც აუცილებელია სპეციალური საჭიროებების მოსწავლეთათვის.

Friday, May 12, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევავსეთ პროექტის მსვლელობა. დღევანდელ დღეს ჩვენ უფრო დაწვრილებით ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, დავხვეწეთ და დავაკონკრეტეთ  პროექტის მიზნები და გეგმა. ასევე ვიმუშავეთ  ბუკლეტის შექმნაზე.

Sunday, May 7, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს ჩვენ გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. რაც , ვფიქრობ, უფრო გამიადვილებს პროექტზე მუშაობას. რაც , თავისთავად, საშუალებას მომცემს სრული სიზუსტით დავასრულო პროექტზე მუშაობას.

Saturday, May 6, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად პრეზენტაცია, როგორ უნდა დავსვათ მთავარი  საკითხი, როგორ წარვმართოთ პროცესი, რა საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება და ყველაზე მნიშვნელოვანი - როგორ დავაინტერესო მისით მოსწავლეები... 

მოსახლეობა საგონებელშია - ნაპირზე გამორიყული მკვდარი ვეშაპი სადაცაა "აფე...